ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შეფასება 2021-2022 წწ

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 10 აგვისტო 2023

მტკიცებულებაზე დაფუძნებული, ინკლუზიური პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისათვის, ასევე, რეგულაციების ეფექტიანი აღსრულებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის უზრუნველყოფა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. დიალოგის გაძლიერებით შესაძლებელია ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დროულად და ეფექტიანად გადაჭრა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, USAID-ის  მხარდაჭერით, 2015 წლიდან აფასებს საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ხარისხს. საწყის ეტაპზე ფასდებოდა დიალოგის ხარისხი ცენტრალურ დონეზე, ხოლო 2021 წლიდან IDFI-მ დაიწყო მუნიციპალური ნორმატიული აქტების შეფასებაც.

 

წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შეაფასოს კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში. კერძოდ, შეფასდა 2021-2022 წლებში მიღებული/ინიცირებული ოცი ნორმატიული აქტის ფარგლებში ჩატარებული დიალოგის ხარისხი. შეირჩა რვა კანონი/კანონპროექტი, რვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი და ოთხი მუნიციპალიტეტის - ბათუმის, ქუთაისის, გორისა და რუსთავის ბიუჯეტის თითო პრიორიტეტული პროგრამა. ბათუმსა და რუსთავში შეირჩა ინფრასტრუქტურის, ხოლო გორსა და ქუთაისში - ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები.

 

შერჩეული ნორმატიული აქტების კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი მიგნებების შედეგად შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.

 


ძირითადი მიგნებები ცენტრალურ დონეზე:

 

-  აქტების უმეტესობის (12) მომზადებაში კერძო სექტორი იყო ჩართული, თუმცა განსხვავებული ხარისხით.

 

-  თითქმის ყველა აქტზე ჩატარდა საჯარო განხილვა, თუმცა კერძო სექტორის აზრით, რიგ შემთხვევაში, ის იყო ფორმალური, ხოლო უკუკავშირი - შაბლონური. 

 

-  საჯარო უწყებების დიდმა ნაწილმა აქტების პროექტები ვებგვერდებზე გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნული მექანიზმი კომენტარების მისაღებად არ იყო ეფექტიანი.

 

-  საჯარო უწყებები პირველად პროექტებს, ძირითადად, კერძო სექტორის მონაწილეობის გარეშე ამზადებდნენ, თუმცა ეყრდნობოდნენ მანამდე მათგან მიღებულ ინფორმაციას.

 

-  კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით მომზადებული აქტები მნიშვნელოვნად შეიცვალა მათი კომენტარების შედეგად.

 

-  არასამთავრობო სექტორის აქტიურ მონაწილეობას დადებითი გავლენა ჰქონდა ინფორმაციის გავრცელებაზე და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე.

 

-  რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) მომზადდა მხოლოდ სამ კანონზე და ერთ კანონქვემდებარე აქტზე.

 

-   შეფასებული კანონპროექტების მომზადების ვადა მერყეობს 1-დან 10 წლამდე. კერძო სექტორის ნაწილის მოსაზრებით, ხანგრძლივი პროცესი არაეფექტიანია.

 

 

რეკომენდაციები ცენტრალურ დონეზე:

 

-  აუცილებელია აქტების პროექტების პროაქტიულად გავრცელება - დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტაციის დაგზავნა და აქტიური კომუნიკაცია.

 

-  მნიშვნელოვანია ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება და გასაჯაროება.

 

-   სასურველია აქტების პირველადი სამუშაო ვერსიების მომზადებაში კერძო სექტორის ჩართულობა.

 

-   კერძო სექტორის ჩართულობის ზრდისათვის,  აუცილებელია, აქტების მომზადების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, შედეგზე ორიენტირებული საჯარო განხილვების ჩატარება და კომენტარებზე არგუმენტირებული უკუკავშირი.

 

-   ინფორმაციის გავრცელების და აქტების პროექტების დახვეწისთვის, აუცილებელია, ბიზნეს სექტორთან ერთად, არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობაც.

 

-   მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენის მქონე აქტების შემთხვევაში, აუცილებელია RIA-ს მომზადება, კანონით ვალდებულების მიუხედავად.

 

 

ძირითადი მიგნებები მუნიციპალიტეტების დონეზე:

 

-   დაინტერესებული მხარეები არ იყვნენ საკმარისად ინფორმირებული საბიუჯეტო ციკლის და საჯარო უწყებების კომპეტენციების შესახებ.

 

-    დაინტერესებული მხარეების უმეტესობას უჭირს ვებგვერდებზე ბიუჯეტის პროექტების მიგნება.

 

-    ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, ძირითადად, შეხვედრები იმართებოდა მოსახლეობასთან და  ნაკლებად ბიზნესთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

 

რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების დონეზე:

 

-   დაინტერესებული მხარეების დიალოგში მონაწილეობის ხარისხის ზრდისთვის აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

-   აუცილებელია ბიუჯეტის მომზადების ეტაპებისა და ვადების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელება და ვებგვერდზე მათი ხელმისაწვდომობის გამარტივება.

 

-   აუცილებელია, მოსახლეობის და კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში.

 

-   აუცილებელია დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების შესახებ.

 

 

 

 

/public/upload/Analysis/normative acts/Assessment of the Quality of PPD in preparation of normative acts, 2021-2022.pdf

 

 

/public/upload/Analysis/normative acts/ppd_one_pager_2021-2022.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024